სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ათასი ლარი გამოართვა. დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.