თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევაზე, რომელიც რუსების კონტროლის ქვეშ იყო, მოსკოვია პასუხისმგებელი. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ამერიკა ჯერ კიდევ აგროვებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ, თუმცა პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთზეა.
"კაშხალი იყო რუსეთის კონტროლის ქვეშ და მათზეა პასუხისმგებლობა კაშხლის განადგურების, რომელიც ომმა გამოიწვია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ ამ რთულ პერიოდში", - თქვა კარინ ჟან-პიერმა.
მისივე თქმით, ეს ტრაგედია არასდროს მოხდება, რომ არა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.
***
რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.
ამავე თემაზე: