logo
ENG



თეთრი სახლი ადასტურებს: ტრამპმა ზელენსკის რუსული ქალაქების დაბომბვაზე ჰკითხა

15 ივლ 202521:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/15/kzpmpsc4i23k5wi.png

4 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში, თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, შეძლებდა თუ არა კიევი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დაბომბვას.

„ვოლოდიმირ, შეგიძლია დაარტყა მოსკოვს? — შეგიძლია დაარტყა სანქტ-პეტერბურგსაც?“ — სწორედ ასეთი შეკითხვა დაუსვა ტრამპმა ზელენსკის, როგორც რამდენიმე წყარო Financial Times-თან საუბრებში ამტკიცებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპი „უბრალოდ კითხვას სვამდა“ და არ ჰქონდა განზრახული ძალადობისკენ მოწოდება. მისივე თქმით, პრეზიდენტი „მუშაობს ომის დასასრულებლად, არა გასაღრმავებლად“.


close დახურვა