თეთრმა სახლმა საჯარო საიმპიჩმენტო მოსმენებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად თქვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ კონგრესში მომავალ კვირაში დაგეგმილ მოსმენებს არ დაესწრებიან.
თეთრი სახლის იურისტი წერილში საიმპიჩმენტო გამოძიებას უსაფუძვლოს უწოდებს და დემოკრატების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კონგრესში ამ დროისთვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მუხლების დადგენაზე მუშაობენ.