logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე: 83 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

05 მაი 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით მკურნალობას 57 პაციენტი განაგრძობს. მათგან ერთის, 83 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ პიკზე ისაუბრა. ცერცვაძე მომავალი ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვის მცირე რაოდენობით ზრდას ელოდება. მისივე განმარტებით, ეს ჯანდაცვის სექტორისთვის პრობლემას არ შექმნის.    

„ინფექციურში მკურნალობას თუ არ ვცდები 57 პაციენტი განაგრძობს, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რომელიც რეანიმაციაში წევს, ეს 83 წლის ქალბატონია. გვყავს რამოდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შეიძლება ვართ პიკში, ეს ზუსტად არავინ არ იცის. უახლოეს 2 ან 3 კვირაში გამოჩნდება პიკში ვართ თუ ვუახლოვდბით. მე მაინც მგონია, რომ ვუახლოვდებით პიკს, შესაძლოა იქნეს მცირე მატება მომავალ 2 - 3 კვირის განმავლობაში მაგრამ ეს არ იქნება დიდი მატება, ეს იქნება სულ 2, 3 ან 4 ათეული ახალი შემთხვევა, რაც არ წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებას ჩვენი ჯანდაცვის სექტორისთვის. შემდეგ ი8მედი მაქვს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება დაიწყება“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

 


close დახურვა