logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს

19 ნოე 202019:52
3 წუთის საკითხავი
 
თენგიზ ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია.

ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს:

„თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ - ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაზის მეუღლეს-ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე დამაკმაყოფილებელი იყო და ის სახლში მკურნალობდა.


close დახურვა