logo
ENG



თეოლოგი: ეკლესია სინოდის ბოლო გადაწყვეტილებით გარკვეულ რისკზე წავიდა

26 მარ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

თეოლოგი შოთა კინწურაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, "ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა ღვთის წინაშე გაუმართლებელი დანაშაულია". შოთა კინწურაშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიაა, ეკლესიის მოქმედება თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ გატარებულ მქედებებთან.

მისივე თქმით, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებმაც დროებით შეზღუდეს ან შეწყვიტეს ღვთისმსახურება ტაძრებში, სწორად იქცევიან, რადგან ვირუსის გავრცელების რისკს ადეკვატურად აფასებენ.

„როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის მდგომარეობაა, განცხადება და მოქმედება თანხმობაში უნდა იყოს სახელმწიფოსთანაც. ეკლესია სინოდის ბოლო გადაწყვეტილებით გარკვეულ რისკზე წავიდა. ჩვენ არ ვართ მარტო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენ ვართ ნაწილი მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის. მოწოდებები, რაც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან, არის სწორი ზომა, რომელიც ამ დროისთვის ჩვენც გვჭირდება“, - განაცხადა შოთა კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერია, რომ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა ღვთის წინაშე გაუმართლებელი დანაშაულია.


close დახურვა