logo
ENG



თეოლოგი:იყო კულუარული საუბრები, ვერავინ ვერ ბედავდა საუბარს, გაბედა პეტრე ცაავამ

01 ნოე 201913:09
3 წუთის საკითხავი
 
7orv8x57zfzi7o6.jpeg

სინოდის სხდომის გუშინდელ გადაწყვეტილებას თეოლოგები აფასებენ. თეოლოგი ლადო ნარსია გუშინდელ გადაწყვეტილებას უსამართლოს და არაკანონიერს უწოდებს.

მისი განცხადებით, მეორე სინოდის სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მოუსმინონ პეტრე ცაავას. იმ შემთხვევაში თუ მისი სიმართლე დამტკიცდება, სინოდმა უნდა მოუხადოს ბოდიში მეუფეს თუ არადა დაისაჯოს. 

"ასეთი პრობლემები სიახლე არ არის ყოველთვის არსებობდა, იყო კულუარული საუბრები, თუმცა არ საჯაროვდებოდა, ვერავინ ბედავდა თქმას და გაბედა პეტრე ცაავამ", - აცხადებს ლადო ნარსია.

თეოლოგი ლევან აბაშიძე კი ამბობს, რომ პატრიარქმა მის მიმართ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სინოდის სხდომა მალე ჩატარდება, სადაც ყოფილ მიტროპოლიტს ექნება უფლება წარმოადგინოს მოწმეები, თუმცა არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს სინოდის გადაწყვეტილებას.

"მეუფე პეტრე ცაავას შეუჩერდა მსახურების უფლება, ის აღარ არის ჭყონდიდელი, თუმცა რჩება მეუფედ. პატრიარქმა მის მიმართ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე პეტრე ყოველთვის კრიტიკული იყო და მძიმე ბრალდებები ჰქონდა. ირიბად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გავლენის ქვეშ არის", - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

 


close დახურვა