თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მედიკოსების რამდენიმე ჯგუფი თერმოსკრინიგს ახორციელებს. პარალელურად თერჯოლის კლასტერის კონტაკტების კარანტინში გადაყვანა მიმდინარეობს.
მოსახლეობა ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოა. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პირველივე გამოვლენილი შემთხვევის შემდეგ ყველა მოსახლე უნდა შეემოწმებინათ და უბანში მკაცრი კარანტინი უნდა დაწესებულიყო.
ამ დროისთვის სოფელ ღვანკითში კოვიდ 19 სამ ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე თერჯოლის დაკეტვა არ იგეგმება