logo
ENG



თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მაიკროსოფტის წარმომადგენელს შეხვდნენ

22 აგვ 202410:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/5gs3i4yxjtnt2no.png

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე აგრძელებენ ოფიციალურ ვიზიტს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე.

კონგრესის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძე მაიკროსოფტის წარმომადგენელს შეხვდნენ.

"დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, იმართება არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მაგალითად დღეს, ილინოისის და ვისკონსინის გუბერნატორების მოწვევით, შეხვედრა შედგა დემოკრატიული პარტიის ყველაზე მსხვილ დონორებთან და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენელთან, როგორიც არის მაიკროსოფტი იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ჩვენ ასევე შევძლოთ, რომ მოვიზიდოთ მსხვილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში.

ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა ამერიკული კომპანიისათვის მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს რუსეთის სანქცირებული ბაზარი. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული პოზიცია, უნიკალური შესაძლებლობები იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ეს ინვესტიციები, რაც შექმნის უამრავ მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასე რომ, პოლიტიკურ ნაწილთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს ვიზიტი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 


close დახურვა