logo
ENG



თოდაძის ადვოკატი დაზარალებულის სახლში მყოფი პოლილციელების გამოკითხვას ითხოვს

15 ოქტ 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
qq3ubx41koim1pj.png

თამთა თოდაძის ადვოკატი გამომძიებლებისა და საპატრული პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. თამარ ლუკავას მიაჩნია, რომ გამოძიებამ ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ, აუცილებლად უნდა დაკითხოს. 

"მოვითხოვთ გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში ესენი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ასევე ადგილზე იმყოფებოდა ისნის მეთერთმეტე განყოფილების უფროსი და მოადგილე და ასევე ისნის სამმართველოს თანამშრომლები,"-აცხადებს თამარ ლუკავა.

თოდაძის ადვოკატის მოთხოვნას ეთანხმება ჯიშკარიანის უფლებადამცველი და აცხადებს, რომ სამართალდამცველების გამოკითხვა მისთვის მომგებიანიცაა.

"მე არაერთხელ ვთქვი, გამოკითხონ, აუცილებლად გამოკითხონ. ეს იქნება ჩემთვის იდეალური. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაა და მექნება შუამდგომლობა შემდგომ,"-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე კი პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.

 


close დახურვა