logo
ENG



თორნიკე მამალაძე: ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

16 ივნ 202123:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/16/h2184h073jjmtl1.jpg

ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ამის შესახებ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე facebook-ზე წერს.

"ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი", - წერს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა