logo
ENG



თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს - ის ერთადერთი კანდიდატი იყო

20 ოქტ 202212:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/h23fymi4qkudyir.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა.

სამუშიამ 30-დან 28 ხმა მიიღო.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის არჩევას აპროტესტებდნენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პროცესები გამჭვირვალე არაა და უნივერსიტეტში მათ საჭიროებებზე არავინ და არასდროს ზრუნავს. მათივე თქმით, შეუძლებელია ეს არჩევნები იყოს მათ ნებაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ თანამდებობა დატოვა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შეიტანა განაცხადი. ჯაბა სამუშია საკრებულოს ყოფილი წევრია ქართული ოცნებიდან.

სამუშია აცხადებდა, რომ კვლავ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია და არანაირი განწყობა რექტორობასთან დაკავშირებით, არ აქვს, თუმცა დიდი ალბათობით, ის დღეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება.


close დახურვა