logo
ENG



თსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

04 აგვ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 
თსუ-ს რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა. აკადემიურმა საბჭომ რექტორად ხელმეორედ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

შარვაშიძის გარდა, არჩევნებში მონაწილეობდა ცირა ბარამიძე. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რექტორობის მესამე კანდიდატმა გია ბარამიძემ კანდიდატურა მოხსნა.

რექტორის ოპონენტების თქმით, შარვაშიძე მმართველი გუნდის დავალებების შემსრულებელია და მას განათლების სამინისტროსთან ერთად, მაია ცქიტიშვილი უჭერს მხარს. 

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი.

მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.

 

 


close დახურვა