ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის დავალებით, ამ დღეებში არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება და ისაუბრებენ, რა გარანტიები აქვთ მათ, რომ როცა გაიხსნებიან, აჟიოტაჟი არ იქნება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, კორონავირუსთან დაკავშირებით პოზიტიური სურათი გამოჩნდა და არ უნდათ, რომ შრომა წყალში ჩაიყაროს.
"ამ დღეებში, პრემიერმინისტრის დავალებით, მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, თუ რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში და წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ჩვენ ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად", - განაცხადა თურნავამ.
მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას 24 დეკემბრიდან გეგმავს, თუმცა ზუსტი პასუხი არ აქვთ, გაიხსნება თუ არა სავაჭრო ობიექტები. მათი თქმით, ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებაზეა დამოკიდებული.