logo
ENG



თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა

13 ნოე 201911:51
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრა სირიაში დაძაბული მდგომარეობის ფონზეა დაგეგმილი. 

თურქეთის პირველმა პირმა უკვე აღნიშნა რომ ქურთი მებრძოლები სასაზღვრო ტერიტორიას შეთანხმების მიუხედავად არ ტოვებენ, რაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება. თეთრ სახლში კი  ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას 100 მილიარდიან სავაჭრო შეთანხმებას შესთავაზებს.  ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს  შეთანხმება საშუალებას მისცემს თურქეთს თავი აარიდოს სანქციებს, რომლებიც შესაძლოა რუსული საზენოტო დანადგარების ყიდვის გამო დაუწესდეთ.


close დახურვა