logo
ENG



თურქეთში უკრაინელი აქტივისტები რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებულ იახტას ბლოკავენ

23 მარ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/y8sslsatpjtsjsh.jpg

ორშაბათს, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში უკრაინელი მომიტინგეები ცდილობდნენ იახტა, "ჩემი სოლარისის", პორტში დადგომისთვის ხელი შეეშალათ. არსებული ინფორმაციით, იახტა რუს ოლიგარქ, რომან აბრამოვიჩთან არის დაკავშირებული.

ოდესის ბავშვთა და ახალგაზრდული ნაოსნობის სკოლის წევრებს ეჭირათ უკრაინის დროშები და პლაკატები "არა ომს".

"ეს იყო მთელი გუნდის გადაწყვეტილება, დაებლოკა რუსი ოლიგარქის აბრამოვიჩის იახტა. ჩვენი ქვეყნის დროშას ბევრ საერთაშორისო შეჯიბრზე ავწევთ. გვინდა ყველას ვაჩვენოთ როგორია უკრაინა, " - ამბობს  გუნდის მწვრთნელი, პავლო დონცოვი CNN-თან.

Marine Traffic-ის ცნობით, რომელიც აკვირდება გემების გადაადგილებასა და მათ ადგილმდებარეობას,  „ჩემი სოლარისი“ ბოდრუმში ორშაბათს საღამოს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ესპანეთის ხელისუფლებამ, ბარსელონასთან ტარაგონას პორტში მეგა იახტა Crescent დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის დირექტორ იგორ სეჩინს ეკუთვნის.

მარტის დასაწყისში კი საფრანგეთის ხელისუფლებამ იახტა Amore Vero დააყადაღა, რომელიც მათივე ინფორმაციით სეჩინთან დაახლოებულ კომპანიას შესაძლოა ეკუთვნოდეს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა მიმდინარე თვეში, სავარაუდოდ, რუს ოლიგარქებთან დაკავშირებული არაერთი იახტა შეამოწმა.

იახტა Valerie, რომელიც, სავარაუდოდ, Rostec-ის ხელმძღვანელს სეგრეი ჩემეზოვს ეკუთვნის ბარსელონის პორტში შეაჩერეს. მეორე იახტა Lady Anastasia კი რომლის მფლობელადაც Rosoboronexport-ის დირექტორი ალექსანდრ მიხეევი განიხილება, მალორკაში დააკავეს.


close დახურვა