logo
ENG



თქვენ არ გაქვთ პროტესტის უფლება - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

17 თებ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.

ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველების, აფხაზების და ოსების შერიგების პლატფორმის“ თავმჯდომარე, ნატა არღვლიანი მივიდა და აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მათ გამო შენობაში შესვლას ვერ ახერხებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერებს პროტესტის უფლება არ აქვთ, რასაც მასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„არ მინდა საქართველოში დაბრუნდეს მკვლელი, ტერორისტების მთავრობა“, - მიმართა არღვლიანმა აქციის მონაწილეებს.

საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა მას განუცხადეს, რომ პარლამენტთან პროვოკაციის მოსაწყობად იყო მისული და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.  

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცოტა ხანში დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. მოსმენას ოპოზიციური პარტიები არ დაესწრებიან. ისინი აცხადებენ, რომ გენპროკურორობის კანდიდატთან შეკითხვები არ აქვთ.

 


close დახურვა