თხილის რეკორდულად დაბალი ფასის გამო წუხან ფერმერები ქობულეთსა და გურიის სოფლებში. პრობლემებით დაიწყო კრეფის სეზონი. მოსახლეობა ფასის რეგულირებას სახელმწიფოსგან ითხოვს. ჰყვებიან, რომ სწორედ ხელისუფლებასთანაა გარიგებაში ის საწარმოები, რომელიც ფერმერებისგან ჩასაბარებელი თხილის ფასს ხელოვნურად ამცირებს, თავად კი ექსპორტზე ძვირად გააქვს.