"ანტიამერიკელობას აწვებიან ქოცები", - ასე აფასებს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სასამართლო სისტემის შესახებ.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამერიკასა და ევროპისგან არ მოუსმენია კრიტიკული შეფასებები წინა ხელისუფლების ასამართლო სისტემის მიმართ.
"2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი", - აღნიშნა პრემიერმა.
16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა. მოსამართლეების დანიშვნა კრიტიკულად შეაფასა აშშ-ს საელჩომაც.
მწვავე შეფასებას უპასუხეს ქართულ ოცნებაშიც. მმართველ პარტიაშია ამტკიცებენ, რომ შეთანხმება ზედმიწევნით შეასრულეს. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული ჩინოსნების გამო მიეწოდება, თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება ამაში. მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ წერილში ნახსენები ჩინოვნიკი ქართველი არაა.