logo
ENG



იაპონურმა წყალქვეშა რობოტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს

20 ოქტ 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
212lm0bw2ikw8td.jpg

იაპონურმა წყალქვეშა რობოტებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს.

როგორც ირკვევა, ნაპოვნი ხომალდი იაპონიის იმპერატორის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავიამზიდი „კაგაა“.

წყალქვეშა რობოტის მიერ გადაღებული მასალით ირკვევა, რომ  საბრძოლო გემს 1942 წელს 5 საბრძოლო ჭურვი მოხვდა.  რობოტებმა იაპონიის აკვატორიაში უკვე რამდენიმე ხომალდი იპოვეს, „კაგა“ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.


close დახურვა