logo
ENG



იენს სტოლტენბერგი ყარაბაღზე: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი

05 ოქტ 202016:31
3 წუთის საკითხავი
 

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყვიტონ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო შეშფოთებულია. 

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა გამონახოს. საკითხის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. მედიებში გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. 

 


close დახურვა