logo
ENG



ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა

07 მაი 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი შეუერთდა.

კონგრესმენ მალინის კანონპროექტს კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი შეუერთდა. დოკუმენტის მეცხრე თანასპონსორი იუტელი კონგრესმენი რობ ბიშოპია.

საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტის მიხედვით, სანქციები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები. 

საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციათა კანონპროექტის მიხედვით, სანქციები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი აღმოაჩენს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უთხრის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებებსა და ვალდებულებებს. კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაშია წარდგენილი, თუმცა ის ჯერ მიღებული არ არის

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. აღნიშნული წერილი კონგრესმენმა 17 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა.


close დახურვა