მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
„ის მოვლენები, რომელიც წარსულში, დღეს ან მომავლში არის მთელ მსოფლიოში,ეს მოვლენები და გამოცხადებები, გაჭირვება, განსაცდელი, ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ“, - განაცხადა ილია მეორემ.