logo
ENG



იმერეთის საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა 327-მდე გაიზარდა

19 მარ 202008:14
3 წუთის საკითხავი
 

იმერეთის საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა 327-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საჩხერეში 30, საირმეში 88, წყალტუბოში კი 199 ადამიანი იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, საკარანტინო ზონებში ძირითადად უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები გადაჰყავთ. 

"იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი სივრცეები, მუშაობა მიდის სამინისტროს დონეზე. ამ ეტაპზე იმყოფება ჩვენთან 327 ადამიანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან", - განაცხადა გიორგიძემ. 


close დახურვა