logo

იმერეთში გამოვლენილი 53 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟას უკავშირდება

21 სექ 202013:03
3 წუთის საკითხავი
clock 6 clock 736
იმერეთში გამოვლენილი 53 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟას უკავშირდება

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.

როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გარდა ამ კლასტერისა, იმერეთში ვირუსის გავრცელების ახალი კერებიც გაჩნდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. 

გუბერნატოს ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის 258 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

არსებული ინფორმაციით, გუშინ, 20 სექტემბერს კორონავირუსი ე.წ. ოქროს ბირჟის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. 

საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. 



close დახურვა