დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საცურაო აუზები გაიხსნება, თუმცა გარკვეული წესები იქნება შესამუშავებელი.
ამასთან, ეპიდემიოლოგის განმარტებით, ქვეყანაში ყველაფერი ერთდროულად ვერ გაიხსნება.
"სასტუმროებში არის ფიქსირებული სტუმრები. მხოლოდ სტუმრებისთვის არის ნებადართული და არა გარედან შემოსულთათვის. ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. გაიხსნება აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, რადგან სასტუმროში არის დამსვენებლების ფიქსირებული რაოდენობა, რაც შეეხება ღია აუზებს, აქ ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, - ამბობს იმნაძე.