43 ადამიანი გარდაიცვალა, 56 კი დაშავდა ინდოეთში, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ქარხანა ნიუ-დელის ყველაზე ხალხმრავალ ბაზრობაზე მდებარეობს, რის გამოც მეხანძრეებს მასთან მიახლოება უჭირთ.
ცეცხლი 6-სართულიან შენობას გამთენიისას მოედო, როცა შენობაში ღამის ცვლის თანამშრომლებს ეძინათ. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.