სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ანგარიში აღარ იძებნება - მისი ექაუნთი დაბლოკილია.
დაიბლოკა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვისა და პარლამენტის წევრის, აბუზაიდ ვისმურადოვის ანგარიშებიც.
ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება ანგარიშების დაბლოკვა.