logo
ENG



ინტერვიუ თამარ ბაჩლიაშვილის ყოფილ შეყვარებულთან - შაბათის ფორმულა

06 მაი 202320:22
3 წუთის საკითხავი
 
შაბათის ფორმულამ ჩაწერა ინტერვიუ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილ შეყვარებულთან - თემო ჭანუყვაძესთან. მას შემდეგ რაც გამომძიებლის სკანდალურმა აღიარებამ ბაჩალიაშვილის საქმე თავდაყირა დააყენა, ამ კითხვებზე მისი პასუხები კიდევ უფრო საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი საეჭვოდ წაშლილი მიმოწერა და დაბლოკილი ფეისბუქ ანგარიშია. ახალგაზრდა პროგრამისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველს მიწერა და პოლიტიკური თავშესაფრის მოძიებაში დახმარება სთხოვა. ქალი, რომელსაც შაბათის ფორმულაში მოუსმენთ, დღემდე ეჭვობს რომ მისი ძველი ფეისბუქ ანგარიში, საიდანაც თამარს წერდა საეჭვო ვითარებაში - პროგრამისტის ცხედრის პოვნამდე რამდენიმე კვირით ადრე დაებლოკა.
 

close დახურვა