logo
ENG



ინტერნეტის რეაქცია მღვდლის ინფიცირებასა და ეკლესიის კლასტერზე

14 აპრ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
12c73nct30nozpl.jpg

კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია რელიგიური მსახურებების გაუქმებაზე, ან მათში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანაზე უარს ამბობს.

ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე ქვეყნის ყველა ეკლესიაში ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა წირვა-ლოცვები. სასულიერო პირები საჯარო კომენტარებში გამორიცხავენ ეკლესიების ტერიტორიაზე და რელიგიური რიტუალებისას ადამიანების ინფიცირების შესაძლებლობას. ამ ყველაფრის ფონზე, დღეს კორონავირუსით სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შეთხვევა დაფიქსირდა.

გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას მღვდლის ინფიცირების ფაქტზე:

საპატრიარქოსა და სასულიერო პირთა პოზიციას ბევრი, მათ შორის მღვდლებიც არ იზიარებენ და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


საინტერესოა, სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ მაინც თუ შეიცვლება საეკლესიო განრიგი.

მართალია, ეკლესია ნამდვილად არ არის ეროვნული ბანკი. თუმცა, ახლა უკვე ემპირიულ მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი ორივეგან ერთნაირად ვრცელდება.

ვაკეში ლე კორონავირუსით ინფიცირდებიან.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და ვირუსი არც მათ ინდობს.

სასულიერო პირის ინფიცირების თემაზე კარიკატურაც შეიქმნა.

როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა: ვისი ბრალია?



ხანდახან დიდი მოვლენების შეფასება მოკლე ლექსითაც შეიძლება.

სანახაობას ყოველთვის უნდა ახლდეს პური. შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ პურზე ფასის ზრდის შესწავლა 2018 წლის 10 დეკემბერს დაიწყო და ფასის ზრდის მიზეზებზე ამ დრომდე პასუხი არ აქვს.

ყველაფერთან ერთად, დღეს ქართული ენის დღეა. 

საპატრიარქოსა და ხელისუფლების მოქმედება მოიწონა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. დიახ, როგორც ჩანს, მან ფეისბუკი აღადგინა და თავის სტატუსში მღვდელ შალვა კეკელიას იდეაც გაიმეორა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე მორწმუნეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე დარჩნენ და ასე აუარონ გვერდი კომენდანტის საათს.

 

ბოლოს კი, ცოტა ხანი სარკაზმი გვერდით გადავდოთ. თუ დიდი ტექსტების წაკითხვის შიში არ გაქვთ, ამ პოსტის წაიკითხვასაც გირჩევთ:


close დახურვა