ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ დეკემბერში საქართველოში გავრცელებული ვირუსი, სიმპტომებით ძალიან გავდა კოვიდ 19-ს.
ბუწაშვილის თქმით, ვირუსი პნევმონიის გართულების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
„ერთ-ერთი ინფექცია ძალიან ჰგავს სიმპტომებით კორონავირუსს და მას ჰქვია რესპირატიულ-სენსიტიური ვირუსი. ზუსტად ანალოგიურ სიმპტომებს იძლევა - მშრალი ხველა, გულ-მკერდის არეში დისკომფორტი.
მართალია, ეს უფრო მეტად ბავშვებია პრობლემა, მაგრამ ხანდაზმულებშიც და მოზრდილებშიც პნევმონიის გართულების ერთ-ერთი მიზეზია. ამ ვირუსს ახასიათებს ციკლურობა და წელს ბევრი შემთხვევა დაემთხვევა კორონავირუსს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ეს ვირუსი წელს ძალიან გავრცელებული იყო. სიმპტომებით ძალიან ჰგავს კორონავირუსს და ამიტომ ლაპარაკობს ხალხი. როდესაც ანტისხეულების ტესტები მასიურად გვექნება, ხალხი გაიგებს გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი“, - განაცხადა ბუწაშვილმა.