logo
ENG



ირაკლი კობახიძე: მანდატების 110-40-ზე პროპორციით გადანაწილება ოპოზიციისთვის არ შეგვითავაზებია

27 თებ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაფორმალური შეხვედრა დასრულდა. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე ვერსია განიხილეს და იმედს გამოთქვამენ, რომ ის ფორმალურ სახესაც მიიღებს.

„დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ. გეტყვით, რომ მთავარ პრინციპებზე არის ნაბიჯები გადადგმული, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებული პროპორცია 110/40-ზე „ქართულ ოცნებას“ არ შეუთავაზებია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ თითქოს ოპოზიციას 110/40-ზე პროპორციით მანდატების გადანაწილება შევთავაზეთ, ეს ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ ირაკლი კობახიძემ დააყენა ახალი ინიციატივა, რომ მანდატების გადანაწილება პროპორციით 110/40-ზე მოხდეს, რაც ოპოზიციისთვის არის მიუღებელი ვინაიდან ეს არის მანდატებით ვაჭრობა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია და იძულებულია, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.


close დახურვა