logo
ENG



ირაკლი კუპრაძე: ქართული ოცნება შიმშილისთვის წირავს ასიათასობით მოქალაქეს

28 აპრ 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

ვებგ-ვერდი რომლის საშუალებითაც თვითდასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ 15 მაისს ამოქმედდება. მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ. მოგვიანებით მათ დოკუმენტებს შესაბამისი კომისია შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადარიცხვები ეტაპობრივად, მაისის ბოლოდან დაიწყება. ფულად დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც  შემოსავლების სამსახურში ოფიციალურადაა რეგისტრირებული. მთავრობის ამ მოთხოვნებს ოპოზიციაში აკრიტიკებენ. პოლიტიკოსების განმარტებით, თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დოკუმენტების წარდგენას ვერ შეძლებს.

„15 მაისამდე ამ პროცესის გადადება და გაჭიანურება არის სრულიად კატასტროფული და გაუგებარი ნაბიჯი "ქართული ოცნების" მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია 25 დღე დასჭირდეს ბაზის შექმნას და გაუგებარია როგორ უნდა გაძლონ ამ ადამიანებმა ყოველდღიურ სიღარიბეს​თან მაშინ, როცა ისინი ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები. "ქართული ოცნება" სრული ზრუნვის პასუხისმგებლობის მიღმა ტოვებს და შიმშილისთვის წირავს ასიათასობით მოქალაქეს“, - აცხადებს „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.


close დახურვა