logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დანიშნა

04 აპრ 202211:03
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დანიშნა. 

მან დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩი ხდება. 

"ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია დარჩიაშვილის წარდგენისას. 

"ჩვემთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი თითოეული დიპლომატი დიდი შემართებით გააგრძელებს ჩვენი საუკეთესო ინტერესების დაცვას". - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. 


close დახურვა