ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი იბრაჰიმ რაისი იმარჯვებს.
ამ ეტაპზე დათვლილი ხმების მიხედვით, პირველ ადგილზე სწორედ ის არის.
ხმების დათვლა ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რაისმა მხარდაჭერის 62% მიიღო.
იბრაჰიმ რაისი ირანის მთავარი მოსამართლეა.
მას აშშ-ის მიერ სანქციები აქვს დაწესებული.
რაისის სახელი პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯას უკავშირდება.
პრეზიდენტი ირანში ქვეყნის მეორე პირია, პირველი - მისი უზენაესი ლიდერია - აიათოლა ალი ხამენეი.
პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, ირანის პოლიტიკურ სისტემაში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ეკუთვნის, უმაღლესი სასულიერო პირს.
ირანი კონსერვატიული რელიგიური შეხედულებების მიხედვით 1979 წლიდან იმართება, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა და პოლიტიკური თავისუფლება შეიზღუდა.
ირანელების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე ყველაფერი გაკეთდა იბრაჰიმ რაისის გასამარჯვებლად.