ირანმა ევროკავშირის ქვეყნების არმიები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის თქმით, ეს არის პასუხი ევროკავშირის მიერ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.
მისივე განცხადებით, რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საწინააღმდეგო ზომების შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ევროპული ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა.
"რევოლუციური გვარდიის მიზანში ამოღებით ევროპელებმა ზიანი საკუთარ თავს მიაყენეს და ამერიკელების ბრმა მორჩილებით კიდევ ერთხელ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მათი თავიანთი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება"- ამბობს ღალიბაფი.
29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები "გუშაგთა კორპუსის" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანაზე შეთანხმდნენ.
