logo
ENG



ირანში კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა

19 თებ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 
raqkbxc29lgjew2.jpg

კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა ირანში. ეს დაავადების  პირველი შემთხვევებია ქვეყანაში.  ინფორმაცია უკვე დაადასტურა ირანის ხელისუფლებამ.   

ჩინეთში კი, უხანის პროვინციაში, საკვებისა და მედიკამენტების მარაგის შესავსებად სამხედროები გაგზავნეს. აფთიაქებში 300 ტონაზე მეტი მედიკამენტები მიიტანეს. იაპონიაში საკრუიზო ხომალდს ტოვებენ ის მგზავრები, რომლებსაც ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ. გემიდან საკუთარი მოქალაქეები შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ისრაელს და იაპონიას  გაჰყავთ. ბორტზე რჩება ის 540 მგზავრი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. 


close დახურვა