logo
ENG



ირანში სამხედრო სწავლება მსხვერპლით დასრულდა

11 მაი 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

მსხვერპლით დასრულდა ირანის სამხედრო სწავლების დროს მომხდარი ინციდენტი. ომანის ყურეში სამხედრო ხომალდმა რაკეტა გამოცდის დროს შემთხვევით მეორე გემს მოახვედრა.

შედეგად 19 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ხომალდმა, რომელმაც სამიზნე გაუშვა, უსაფრთხო დისტანციაზე გასვლა ვეღარ მოასწრო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 


close დახურვა