ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მეჯლისის მომავალ წევრებს ირჩევს. უბნები 10 საათი იმუშავებს. ერთ-ერთმა პირველმა თეირანში ხმა ქვეყნის სულეირმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მისცა და მოსახლეობას უბნებზე მისვლკისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქის რელიგიური ვალია, რადგან არჩევნები ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება.
არჩევნებს უკავშირდება შეერთებული შტატების ახალი სანქციები, რომელიც ირანელ მაღალჩინოსნებს დაუწესეს. შავ სიაში ირანის რევოლუციური გვაერდიის საბჭოს მდივანი 4 წევრთან ერთად შეიყვანეს. მიზეზი არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების დაბლოკვა გახდა.