logo
ENG



ისრაელის თავდაცვის მინისტრი: სამხედრო კამპანია ღაზაში, შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს

23 ოქტ 202310:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/k56u9g62bo4614g.png

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო კამპანია ღაზაში, შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს.

"ეს უნდა იყოს ჩვენი ბოლო მანევრირების ოპერაცია ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემდგომში ჰამასი აღარ იქნება", - ამბობს გალანტი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალებს და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი - სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა