logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში 210 ადამიანია მძევლად აყვანილი

21 ოქტ 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/kbajmhcv59q6ui2.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზაში 210 ადამიანია მძევლად აყვანილი.

ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია გატაცებულების ოჯახებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები დაკარგულების შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ იკვლევენ.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა