logo
ENG



ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

13 ნოე 201908:54
3 წუთის საკითხავი
 
gzfgn0k9p5zar04.png

ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განკარგულება იმ რეგიონებში მოქმედებს, რომელიც ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს თელ-ავივსა და იერუსალიმშიც. 48-საათიანი საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება სარაკეტო იერიშების განახლებას უკავშირდება. 12 ნოემბერს ღაზაში „ისლამური ჯიჰადის" მეთაურის სახლი დაბომბეს, რომელსაც დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა. მომხდარს პალესტინელი მებრძოლების მხრიდან საპასუხო სარაკეტო იერიში მოჰყვა. „ისლამური ჯიჰადი" ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გაგრძელებით იმუქრება. ისრაელის ქალაქებზე მიტანილი იერიში გერმანიის საგარეო უწყებამ დაგმო. 


close დახურვა