logo
ENG



ისრაელმა ჰამასის ობიექტებზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა

19 ოქტ 202309:07
3 წუთის საკითხავი
 

ღაზის სექტორში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. 

ისრაელის საზღვაო და საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ობიექტებზე რამდენიმე დარტყმა განახორციელეს. 

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვამ დარტყმები სამხრეთ სირიაზეც მიიტანა, რის შედეგადაც ჰეზბოლას სამხედრო კოლონა განადგურდა. საპასუხო დარტყმები ისრაელმა ჰესბოლას პოზიციებზე ლიბანის სამხრეთშიც მიიტანა. 

ქალაქ ქალკილიაში ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეტაკებები იყო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქისკენ ისრაელის ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 


close დახურვა