საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ.
საუბარია ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანიზე. კოვიდ-19 ჯერ რუგანის დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, მატუიდის. დაინფიცირებული მცველი და ნახევარმცველი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ახლა კი ორჯერ ჩაუტარდათ ანალიზი და ორივეს პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშები 9 მარტს შეწყდა, რადგან რამდენიმე კლუბის ფეხბურთელებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ.