logo
ENG



იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა

15 აპრ 202422:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/wrx19tj6b5eq72l.jpg

იურიდიულმა კომიტეტმა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა.

ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია. 

კომიტეტზე კანონის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში სხდომა დაატოვებინეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. 

ოცნებას მობილიზებლი ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. 

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

 


close დახურვა