თბილისში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულასთან თქვა, რომ სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.