დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
დამოუკიდებელ ინსპექტორს მოსამართლეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომების გამოკვლევა ევალება. ინსპექტორის თანამდებობაზე 8 კანდიდატი განიხილება, თუმცა არცერთი მათგანის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, რის გამოც არასამთავრობოები პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ.