logo
ENG



კადიროვსა და მის მშობლებს დამსახურებული უფლებადამცველების ჯილდო გადაეცათ

01 იან 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/01/z5jzohp6apd7qff.jpg

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი მშობლები, ახმატ და აიმან კადიროვები რესპუბლიკის დამსახურებულ უფლებადამცველებად გამოაცხადეს. კადიროვების მედლებით დაჯილდოების განკარგულებას ჩეჩნეთის ომბუდსმენმა, ნურდი ნუხაევმა მოაწერა ხელი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ კადიროვებმა დიდი წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების განმტკიცების, ქველმოქმედების, სახელმწიფოებრიობისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. 

ამასთან, რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვის შვილი, აიშატი, რომელიც კულტურის მინისტრს პოსტს იკავებს, ადამიანის უფლებების დაცვისთვის მედლით დააჯილდოვეს.

დამოუკიდებელ უფლებადამცველებსა და ორგანიზაციებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ჩეჩნეთის ხელისუფლება და უშუალოდ კადიროვი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა რესპუბლიკაში ლგბტ თემის წევრების დევნა, მათი მოტაცება, წამება და მკვლელობა. კადიროვს უკავშირებენ რუსეთში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, მათ შორის ჟურნალისტს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას.

ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევისთვის კადიროვი და მისი გარემოცვა აშშ-მ ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ბოლო დროს კი ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერები ყვებიან, რომ მათი ოჯახის წევრები ჩეჩნეთში უჩინარდებიან.


close დახურვა