logo
ENG



კალასი: ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი

16 ივნ 202411:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/ammy1femuk1d1sx.jpg

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი.

ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა, რომელიც შვეიცარიაში იმართება.

"უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი", - წერს კალასი.

 


close დახურვა